გუშინ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა და “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თქვა: მიხეილ სააკაშვილს ახალი სიმპტომები აქვს, თერმორეგულაციის მორღვევა – ცივი წყლის დალევისას ეწყება კანკალი, ჩაის დალევისას ოფლდენა.
ნიკა გვარამიას ეს სიტყვები ინტერნეტგამოცემა Ambebi.ge-მ გაანიუსა და სოციალურ ქსელში გააზიარა. ნიუსის ქვეშ ქეთი დოლიძემ ასეთი კომენტარი დაწერა: ლომკა აქვს, კოკაინის ლომკა, გენცა!!!
შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. ოჯახი და მისი მხარდამჭერები ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანას საზღვარგარეთ ითხოვენ. ამ მიზნით აქციებიც იგეგმება.