უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, მაღალი საფრთხე არსებობს, რომ ოკუპანტებმა უკრაინაში დასახლებულ პუნქტებზე იერიში ბელარუსის ტერიტორიიდან მიიტანონ.
”მაღალი საფრთხეა, რომ ოკუპანტებმა ბელარუსის ტერიტორიიდან იერიშები მიიტანონ დასახლებულ პუნქტებზე. ამასთან, უკრაინის ტერიტორიაზე კი რუსული რაზმების გადაჯგუფება და საბრძოლო მასალებით მომარაგება ხდება. იზიუმის მიმართულებით ჩვენი ჯარისკაცების პოზიციებს არტილერიიდან და ზალპური სისტემიდან ესვრიან. გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო თავდცვისა და ქვეითმა რაზმმა მტრის ერთი ვერტმფრენი, 7 უპილოტო საფრენ აპარატი და ორი ბლოკპოსტი გაანადგურა. დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიაზე ჩვენმა ჯარებმა ოკუპანტების 9 იერიში მოიგერიეს გაანადგურეს 19 ტანკი”, – თქვა გენშტაბის პრესსპიკერმა.