რამდენიმე წელია, რაც უკვე ჩოხატაურში საცხენოსნო კლუბი არსებობს, რომლის მიზანია საცხენოსნო სპორტის – დოღის, ცხენბურთის და ა.შ. – განვითარება. საცხენოსნო კლუბის შენახვისთვის და იქ არსებული ცხენების გამოსაკვებად თანხები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან იხარჯება. ააიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრმა, 2018-2022 წლებში 92,750 ლარის თივა, შვრია და ქერი იყიდა ცხენების გამოსაკვებად. მათ შორის 4,650 ლარი გამარტივებული შესყიდვის გზით.
აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურის საცხენოსნო კლუბთან დაკავშირებულია საკრებულოს ორგზის მოწვევის დეპუტატი ზვიად მამალაძე, რომელიც ამ საცხენოსნო კლუბის ფეისბუქ გვერდზე დადებულ თითქმის ყველა ფოტოსა და პოსტში გვხვდება. საცხენოსნო კლუბის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული სიუჟეტის მასპინძელიც ზვიად მამალაძე იყო. მამალაძე ”ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის აქტიური წევრი, საკრებულოს ორგზის დეპუტატი (მოქმედი) და ქართული ოცნების შემომწირველია. კლუბის საქმიანობაში მისი ჩართულობა ეჭვს ამყარებს, რომ ცხენების საკვებში გადახდილი ათი ათასობით ლარი ადგილბრივი მთავრობის მაღალჩინოსანი წარმოამდგენლების თანხმობით იხარჯება და ეს ტენდენცია სავარაუდოდ არ შეიცვლება.
ჩოხატაური საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი მუნიციპალიტეტია, რომლის მოსახლეობა 19,100 ადამიანს უდრის, საიდანაც ყოველი მე-4 ე.ი 5,144 ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და მათი თვიური შემოსავალი მაქსიმუმ 60 ლარს უტოლდება.
წყარო: https://www.facebook.com/Chokhatauris-tradiciuli-sacxenosno-klubi-113735807121083 – საცხენოსნო კლუბის ფბ
https://www.facebook.com/zviadi.mamaladze.7/photos -ზვიად მამალაძე https://www.facebook.com/zviadi.mamaladze.7/videos/3410851125607436 – სიუჟეტი ცხენბურთზე ჩოხატაურის სპორტის ააიპ – 441995995
http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=436&info_id=412 – სოც სააგენტო