”დიახ, მე მინდა ომი!!!
ომი – უსამართლობის წინააღმდეგ!
ომი – უზნეობის წინააღმდეგ!
ომი – გაუნათლებლობის წინააღმდეგ!
ომი – კრიმინალის წინააღმდეგ!
ომი – კორუფციის წინაღმდეგ!
ომი – ნეპოტიზმის წინააღმდეგ!
ომი – ქრისტეს გამძევებლების წინააღმდეგ!
და ომი – გამყიდველი, რუსეთუმე ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელმაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მანკიერება ჩემს ქვეყანაში დანერგა!!!
დიახ ომი მინდა რუსეთთან, რომელიც ჩემი საზღვრიდან 40 კილომეტრში კი არა, ჩემი დედაქალაქის შუაგულშია მოკალათებული!!!
და ეს ომი იქნება!!!” – წერს ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში.