“ჩვენ ამაყად, თავაწეული ვივლით” – პუტინის მხარდამჭერმა მომღერლებმა 9 მაისს სიმღერა მიუძღვნეს

სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მა და გრე­გო­რი ლეპს­მა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომზე გა­მარ­ჯვე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად დუ­ე­ტი ჩა­წე­რეს, რომ­ლის პრე­მი­ე­რაც კრემ­ლის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში შედ­გა.

სიმ­ღე­რას “9 მა­ი­სი” ჰქვია და რო­გორც რუ­სულ მე­დი­ას სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ეს სიმ­ღე­რა დიდი სა­მა­მუ­ლო ომის ვე­ტე­რა­ნე­ბის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი.

“ჩვენ ყო­ველ­თვის ამა­ყად თა­ვა­წე­უ­ლი ვივ­ლით, რად­გან ჩვენ­ში სრულ­ფა­სო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის სის­ხლი მი­ე­დი­ნე­ბა, რო­გორც ჩემ­ში იღ­ვრე­ბა ჩემი ბა­ბუ­ის სის­ხლი, რომ­ლის სა­ხე­ლიც მქვია – იო­სე­ბი. ის ფრონტზე გარ­და­იც­ვა­ლა. თავი გა­წი­რა სი­ხა­რუ­ლის­თვის, მშვი­დო­ბის­თვის და უფ­ლის­თვის.”, – გა­ნა­ცხა­და სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მა.

მომ­ღერ­ლის თქმით, სიმ­ღე­რის შექ­მნის სურ­ვი­ლი ჯერ კი­დევ 90-იანი წლებ­ში გა­უჩ­ნდა. ამის შემ­დეგ სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი პოეტ მი­ხე­ილ ტა­ნიჩ­თან მი­ვი­და და მუ­სი­კა მო­ას­მე­ნი­ნა, სთხო­ვა ტექ­სტი და­ე­წე­რა.

“ძია მი­ხე­ი­ლი, რო­გორც მე მას ვუ­წო­დებ, თა­ვად იყო ომში და პი­რა­დად იცის ბრძო­ლის შიში და გა­მარ­ჯვე­ბის ნე­ტა­რე­ბა. მას ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა მუ­სი­კა”, – ამ­ბობს პავ­ლი­აშ­ვი­ლი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share