ცნობილი ხელოვანი, მომღერალი, მსახიობი, დეპუტატი ბუბა კიკაბიძე ჟურნალისტთან საუბარში ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით საქმე ცუდად რომ დასრულდეს, ეს ფაქტი ისტორიაში დარჩება მის შთამომავლობას:
,,უნდა გაუშვან დროზე, თორემ მერე გვიან იქნება და არ დამთავრდება კარგად. ხალხი ითხოვს რომ გაუშვან, ესენი თავს იკლავენ, რომ არაო. ერთ კაცზეა დამოკიდებული: იტყვის გაუშვით – გაუშვებენ, არ იტყვის – არ გაუშვებენ.
ბიძინა ივანიშვილის ვეტყოდი, რომ მაგის შვილიშვილებს დარჩებათ ისტორიაში ცუდი ამბავი რომ მოხდეს, მაგაზე უნდა იფიქროს, თორემ ჩვენ ყველანი წავალთ – მეც, ბიძინაც და სულ ყველა, მაგრამ ქუდი არ უნდა დაგრჩეს ჭუჭყიანი. იმიტომ, რომ შენ მონაგარს მოეკითხება.
მიშა ძალიან მიყვარს, ცოტა ხანი გაუძლოს და ყველაფერი კარგად იქნება“,
– განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.