დღეს, 9 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარი მოქალაქეებისთვის ვიდეომიმართვა გაავრცელა.
ზელენსკიმ გაიხსენა, რომ უკრაინელები მეორე მსოფლიო ომშიც ნაციზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ და გაიმარჯვეს, ისევე როგორც მისი რწმენით, გაიმარჯვებენ რუსეთის წინააღმდეგ ომში.
უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარ ხალხს უთხრა, რომ ისინი მალე გამარჯვების ორ თარიღს აღნიშნავენ, ხოლო მტერი – არცერთს.
“ჩვენ ვიბრძვით ჩვენი შვილების თავისუფლებისთვის და ამიტომ გავიმარჯვებთ. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმას, რაც ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს მეორე მსოფლიო ომში, რომელშიც რვა მილიონზე მეტი უკრაინელი დაიღუპა. ძალიან მალე უკრაინაში ძალიან მალე ჩვენ გამარჯვების ორი დღე გვექნება, ვიღაცას კი არცერთი არ დარჩება
მაშინ მოვიგეთ. ჩვენ ახლაც გავიმარჯვებთ. და ხრეშატიკი იხილავს გამარჯვების აღლუმს – უკრაინის გამარჯვებას!
გილოცავთ ნაციზმზე გამარჯვების დღეს!
დიდება უკრაინას!” – ამბობს ზელენსკი.