უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების “სატანკო ბიატლონის ჩემპიონი” მოკლეს – ინფორმაციას საერთაშორისო მოხალისეთა საზოგადოება ავრცელებს.
ბასანოვი სატანკო ბიატლონის ჩემპიონი, რუსი უმცროსი სერჟანტი იყო. არსებული ცნობებით, სამხედრო საკუთარ ტანკშივე დაიწვა. ბატო ბასანოვი 14 მარტს მოკლეს, მაგრამ ამის შესახებ საჯაროდ მხოლოდ 6 მაისს გამოცხადდა.
მოხალისეთა საზოგადოების ცნობით, ჩემპიონის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, თითქმის, ორი თვის განმავლობაში იმალებოდა, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, სხვა სამხედროების დემორალიზების თავიდან არიდება იყო.
25 წლის ბატო ბასანოვი ულან-უდეში ცხოვრობდა. მან მონაწილეობა მიიღო სატანკო ბიატლონში 2021 წელს. ის იყო კონკურსის გამარჯვებული. მისი გუნდი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მას მსროლელის პოზიცია ჰქონდა.