2012-2019 წლებში, აბაშიძე-კარასინის ფორმატი ქვეყნის ბიუჯეტს 737 ათასი ლარი დაუჯდა, საიდანაც 492 ათასი ლარი ზურაბ აბაშიძის ანაზღაურება იყო. 2019 წლის შემდეგ, მთავრობა ხარჯებს აღარ ასაჯაროებს.
“ფლანგვის დეტექტორმა” 3-ჯერ გამოითხოვა მთავრობის ადმინისტრაციისგან საჯარო ინფორმაცია, თუმცა პასუხი არ მიუღია, წერილები “დაიკარგა”, შესაბამისად, უცნობია, რა თანხა დაიხარჯა ბიუჯეტიდან აბაშიძე-კარასინის ფორმატისთვის 2019 წლის შემდეგ, ბოლო 3 წლის განმავლობაში.