უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი საინფორმაციო პროპაგანდას ცვლის და მოსახლეობას შესაძლო მარცხისთვის ამზადებს. მათი განცხადებით, კრემლის ტელეარხები, ინტერნეტგამოცემების ხელმძღვანელები და პროპუტინისტური ბოტები უკვე იღებენ მითითებს ახალ საინფორმაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით.
“იმისათვის, რომ შეიცვალოს წარმოდგენა რუსეთის სამხედრო “დაუძლეველობის” შესახებ და მოამზადოს საზოგადოება შესაძლო მარცხისთვის, რუსულ მედიებს დაევალათ, რუსეთ-უკრაინის ომი გააშუქონ, როგორც რუსეთისის შეიარაღებული დაპირისპირება ევროკავშირისა და NATO-ს ყველა ქვეყანასთან. კრემლის პოლიტტექნოლოგების აზრით, ეს შეამცირებს უფრო ძლიერ მტერთან დამარცხების სირცხვილს. […]
ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდისტები ახლა გამოურეცხავენ რუსებს ტვინებს იმ იდეით, რომ აუცილებელია საკუთარი გადარჩენისთვის გაერთიანება და კრემლის დიქტატორის პოლიტიკის მიმართ ბრმა ნდობა”, – ამბობს დაზვერვაში.