“„ვივა მედში“ მნახველებს თუ არ დაუშვებენ…გადაყვანაზე სააკაშვილის პოზიცია არ იქნება დამაკმაყოფილებელი”- ხერხეულიძე

მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი, ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ „ვივა მედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მნახველებს თუ არ დაუშვებენ, გადასვლაზე სააკაშვილის პოზიცია არ იქნება დამაკმაყოფილებელი.

ხერხეულიძის თქმით, ამ ისუტიციის სამინისტროს შეთავაზების პარალელურად არსებობს პირობა, რომ სააკაშვილმა კლინიკაში მნახველები არ მიიღოს.

ვერც ერთი მნახველი ვერ მოინახულებს. ვერც ადვოკატი, ოჯახი წევრი, თანაგუნდელი, რაც მისთვის იქნება დამატებითი წამების გარემოება.

ჩვენ ვთანხმდებით და მასთან ერთი შედის ხოლმე, დავიცავთ ამ სტანდარტს და ვცემთ პატივს იმ მძიმე ვითარებას, რაშიც მიხეილ სააკაშვილია,არც ერთ შემთხვევაში პირობას არ დავარღვევთ, მაგრამ თუ ამაზე უარს იტყვიან, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გადასვლაზე არ იქნება დამაკმაყოფილებელი“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

იუსტიცის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში – ვივა მედში, გადაყვანას სთავაზობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share