უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, “აზოვსტალის” ქარხანაში ამ დროისათვის ათასზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცია, მათ შორის, ასობით დაჭრილია. ვერეშჩუკის თქმით, დაჭრილებს სასწრაფო ევაკუაცია ესაჭიროებათ.
აზოვსტალში არსებულ ვითარებაზე განცხადება გაავრცელა უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდლობამაც. უწყების ცნობით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ქარხნიდან, დაჭრილი ჯარისკაცებისა და ექიმების გამოყვანაზე.