ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს. ყრილობა პარტიის ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს.

ნიკა მელიას თავმჯდომარის პოსტზე ოფიციალურ დამტკიცებამდე, გაიმართა ელექტრონული კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 20 779-მა ადამიანმა. ნიკა მელიამ ხმების 64.9 პროცენტი (13491 ხმა) მიიღო, თავმჯდომარეობის კიდევ ერთმა კანდიდატმა ლევან ვარშალომიძემ კი 35.1 პროცენტი (7288 ხმა).

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას 2017 წლიდან გრიგოლ ვაშაძე იკავებდა, თუმცა მან 15 დეკემბერს პარტია დატოვა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ის არ ეთანხმებოდა პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ოდიოზური ფიგურები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 92
    "ამ ქვეყანაში ცხოვრების მეშინია... ვიხრჩობი"“ვიხრჩობი უკვე ამ ქვეყანაში ცხოვრებით! მახრჩობს ქვეყანა, რომელიც სიცოცხლესავით მიყვარს, მახრჩობს ხალხი, რომელთან ერთადაც დავბერდი, მახრჩობს ტყუილი, ყველგან და ყველაფერში!!! ადამიანებს ვუსმენ და თან ჩვევად მექცა სიტყვების მიღმა ტყუილის ძებნა!!! მახრჩობს იმაზე ფიქრი, რომ მომავალი არ არსებობს, რადგან რაც მიყვარდა და რითაც ვსულდგმულობდი და ვეთაყვანებოდი, გაქრა!!! გაქრა ნდობა, ერთობა, სითბო,…
    Tags: და, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 92
    ლიეტუვის წარმომადგენელი ხელისუფლებას: შეწყვიტეთ პოლიტიკური რეპრესიებილიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგმანტას პავილიონისი ენმ-ის ოფისში ნიკა მელიას შეხვდა.  შეხვედრის დასრულების შემდეგ მან იმედი გამოთქვა, რომ ნიკა მელიას საქმე დადებითად გადაწყდება და ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, შეწყდეს საქმეები სასამართლოში და დაიწყოს დიალოგი. მისი თქმით, მხოლოდ ასე შეძლებს საქართველო, გაიმეოროს ლიეტუვის გზა და გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი. ჟიგმანტას პავილიონისი ამბობს,…
    Tags: და, მელიას, ნიკა, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 92
    "სახელწმიფო წაგვართვეს"- გიორგი თარგამაძეარაერთხელ მოგვატყუეს, არჩევნები გაგვიყალბეს, სახელმწიფო მიიტაცეს, სახლში გამოგვკეტეს, ბიზნესები გააკოტრეს, ასობით ათასი ადამიანი უმუშევარი დატოვეს,  ბევრად მეტი შიშილის ზღვრამდე მიიყვანეს, თავად - ვალად აღებული მილიარდები ფლანგეს, მათი გადახდა კი ჩვენს შვილებს დააკისრეს. მოკლედ, სახელწმიფო წაგვართვეს, აი, მომავალიც წაგვართვეს, ან მინიმუმ გვართმევენ. ჩვენი ხმა... არჩევნების სადავო შედეგებითაც კი გასაგებად გაისმა, მაგრამ…
    Tags: და, რომ, კი, არ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 92
    ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ-"სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის"ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ ციხიდან ნიკა გვარამიასთან [სრული ვერსია] ინტერვიუ 224-ე საკნიდან 1. როგორ ხარ? იცი რა, მჯეროდა რომ მხნედ ვიქნებოდი. მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ ასე. ეტყობა, კარგად ვიყავი მზად ფსიქოლოგიურად. თან, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, ის მოქმედებს დადებითად, რომ საერთოდ ხინჯს ვერ ვგრძნობ ჩემს სიმართლეში. სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის…
    Tags: და, რომ, არ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა