”მე, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე, დაინტერესებული ვარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით.
ის არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი და შეცდომების მიუხედავად, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჩვენს სახელმწიფოებრიობაში.
სულაც არ მეჩვენება გადაჭარბებულად იმ ექიმების შეფასება, რომლებიც მის ჯანმრთელობას კრიტიკულად აფასებენ.
მას უნდა ჰქონდეს სრულფასოვანი მკურნალობის საშუალება, თუნდაც უცხოეთში წასვლით, იმის მიუხედავად, საკითხს რა პოლიტიკური და სამართლებრივი ხასიათი აქვს.
მე ვფიქრობ, “ოცნების” მთავრობამ უნდა გაბედოს და სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაუშვას.
რისი ეშინია ხელისუფლებას? რა, ის აქამდე უცხოეთში არ იყო?
ჩვენი ქვეყანა ვერასდროს ჩამოირეცხავს იმ ლაქას, რომელიც, შეიძლება, მე-3 პრეზიდენტის სიცოცხლეს შეეხოს.
ახლა ნიშნის მოგების, პოლიტიკური მოტივაციისა ან პირადი წყენის გახსენების დრო არ არის.
მიხეილ სააკაშვილი არ არის რიგითი ბრალდებულ-მსჯავრდებულ-პატიმარი.
ბოლოსდაბოლოს, ის ქვეყნის მესამე პრეზიდენტია და დღესაც ქვეყნის სახეს წარმოადგენს.
დღეს მეტი ჰუმანიზმის, ადამიანურობის დროა.
თუ საჭირო იქნება, მესამე პრეზიდენტს თავდებშიც ჩავუდგები.” – წერს ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში.