6 – 8 მაისს ქ. თბილისში ნ.ასათისნის სახელობის ფარიკაობის დარბაზში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა.
სპორტული ღონისძიება ორ ასაკობრივ ჯგუფში ( 2008 – 2010 ; 2011 – 2012 წწ) გაიმართა.
ფარიკაობის ღია პირველობაზე იასპარეზა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ფარიკაობის სექციის სპორტსმენებმა. ხუთმა ვაჟმა და ერთმა გოგონამ.
ოზურგეთიდან შეჯიბრზე ყველაზე კარგი შედეგი , დებიუტანტმა ამირან ნადირიძემ აჩვენა. ( 2011 წ)
მან შეჯიბრიდან მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი წამოიღო.
გუნდი ასპარეზობისთვის მალხაზ კვაჭაძემ მოამზადა.