მომღერალი თამარ გვერდწითელი საქართველოშია. როგორ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მას 9 მაისს მოსკოვში არ უმღერია.
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ კონცერტში იმღერა თამარ გვერდწითელმა, რაც არის სრული დეზინფორმაცია. სატელევიზიო ვერსია არის დამონტაჟებული და თამარის ეს გამოსვლა არის შარშანდელი 22 ივნისის კონცერტიდან ამოჭრილი და ჩასმული.
საქართველოს დამსახურებული არტისტი თამარ გვერდწითელი თვეზე მეტია სამშობლოში იმყოფება. დღეს თბილისში, საკუთარ სახლში მეგობრული და შემოქმედებითი საღამო გამართა ქართველ მუსიკოსებთან, თავის ბენდის ბიჭებთან ერთად. თამარ გვერდწითელი, დავით ჯაფარიძე, ირაკლი ყარალაშვილი, პაატა ანდრიაძე, “- აღნიშნულია ინფორმაციაში.
primetime.ge