“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, კობა ნაყოფია “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ.
როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და სასწრაფოდ საჭიროებს ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას.
“მივედით იმ ზღვრამდე, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე საყურადღებო კი არ არის, როგორც ჩვენ ვეუბნებოდით ჯერ კიდევ იანვარ-თებერვალში, არამედ ახლა სასწრაფოდ ჩარევას და სერიოზულ სამედიცინო დახმარებას გულისხმობს. როგორც ვხვდები, საქართველოში მისი მკურნალობა შეუძლებელი იქნება. ამიტომ, კიდევ ერთხელ, რჩევას ვაძლევ, მოვუწოდებ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, რომ გონს მოეგონ და დროზე გადაიყვანონ ის სამკურნალოდ უცხოეთში, სპეციალურ დაწესებულებაში”, – თქვა კობა ნაყოფიამ.