„აზოვსტალის“ დებლოკადა სამხედრო გზით შესაძლებელია – “აზოვი”

„აზოვის“ ბატალიონი დარწმუნებულია, რომ „აზოვსტალის“ დებლოკადა სამხედრო გზით შესაძლებელია. ამის შესახებ „აზოვის“ პოლკის წევრი ილია სამოილენკო Sky News-თან ინტერვიუში ამბობს.

ამის სამხედრო გზით გაკეთება შესაძლებელია. ამის შესაძლებლობა არსებობს პოლიტიკური გზითაც. ჩვენ შეგვიძლია გითხრათ როგორ მოხდება ეს სამხედრო გზით, თუმცა ასეთი ოპერაციები საიდუმლოა. ბევრი მათგანს, ვინც ახლა უკრაინაში სამტავრობო კაბინეტებში ზის, ცუდად ესმით სიტუაცია, ჩვენი თვალთახედვით რეალობა სულ სხვაა, – ამბობს „აზოვის“ წევრი.

სამოილენკო ასევე ამბობს, რომ არსებულ ვითარებაში ყველაზე დიდ პრობლემას ნაციონალური უსაფრთხოება წარმოდგენს. მისი თქმით, მარიუპოლის გარნიზონის კატასტროფული შედეგები კატასტროფითვე აისახება მთელს უკრაინაზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share