რუსთავის ციხე ახლა ყურადღების ეპიცენტრშია. ციხის ტერიტორიაზე უკვე შევიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა. სავარაუდოდ, სპეცრაზმის წარმომადგენლები და ბადრაგი ციხის შიგნით იმყოფებიან. სავარაუდოდ, მე-12 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია მესამე პრეზიდენტს კლინიკაში ეტაპირებისთვის ამზადებს.
ცნობილია, რომ გიული ალასანია 22:00 საათზე კლინიკა ვივა მედშია დაბარებული. დეტალები ამ დროისთვის უცნობია.