„ჩვენი კაცური კაცი დონბასშია“ – მარგარიტა სიმონიანი გრიგორი ლეპსიზე

კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი მარგარიტა სიმონიანი ამჯერად ქართული წარმოშობის მომღერლის, გრიგორი ლეპსის დონბასში ვიზიტზე წერს: „გრიგორი ლეპსი დონბასშია, ჩამოვიდა, რომ ბიჭებს გვერდით დაუდგეს, ჩვენი კაცური კაცი“, – წერს სიმონიანი.

თავის მხრივ, ლეპსმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, როგორ მიემგზავრება დონბასისკენ: ,,ჩვენ ჩამოვედით, რათა მხარი დავუჭიროთ ბიჭებს. იმედია, ჩვენი მუსიკით ცოტა გავამხიარულებთ და  დავავიწყებთ ამ უბედურებას, შევალთ და მოვინახულებთ საავადმყოფოებს. აუცილებლად დავურიგებ დაჭრილებს ჩემს ალბომებსა და ცოტა ფულს”, – ამბობს ლეპსი ვიდეო მიმართვაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share