უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან ხერსონის ოლქის 20-მდე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.
ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გენადი ლაგუტას ინფორმაციით, ამ ეტაპზე მთავარი საომარი მოქმედებები დნეპროპეტროვსკისა და ნიკოლაევის საზღვრებთან მიმდინარეობს.
ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. კრემლში რუსილ ინტერვენციას “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” ეძახიან. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი დევნილად და ლტოლვილად იქცა. რაშისტები არ ინდობენ ქალებს და ბავშვებს, მათ აუპატიურებენ, აწამებენ და ხვრეტენ.