ენმ-ს ახალი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის განახლებისა და რეფორმების აუცილებლობაზე საუბრობს. მელია ამბობს, რომ პარტიის შიგნითაც და პარტიის გარეთაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩაკარგულები არიან და იმსახურებენ, წინა პლანზე წამოწევას. მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია იმ ადამიანების როლი, რომლებმაც მთავარი ოპოზიციური ძალა აქამდე მოიყვანეს:
თუ ჩვენ ვერ განვახორციელეთ რეფორმები, შეიძლება ზოგიერთები გამინაწყენდნენ შიგნით, მე ეს პასუხიმგებლობა ავიღე მხოლოდ და მხოლოდ იმ ამოცანის შესასრულებლად, რასაც ვხედავ რომ არის გარდაუვალი – ამბობს ნიკა მელია “პოსტ ფაქტუმში”.
მისივე თქმით, რომ არა მიხეილ სააკაშვილის ნება, არ იქნებოდა ელექტრონულ არჩევნები, ხოლო რაც შეეხება პარტიის მიხეილ სააკაშვილთან
ეს ხომ ვერ მოხდებოდა მიხეილ სააკაშვილის ნების გარეშე. მინიმუმ არჩევნები არ ჩატარდებოდა ელექტრონულ ფორმატში ადამიანი ხედავს იმაზე ფართოდ, ვიდრე ბევრი ხედავს ამ ქვეყანაში და არა მარტ ამ ქვეყანაში…
მე ვინც მიცნობს, რომც მოვინდომო მინიმალური თავმჯდომარე ვერ ვინები, ჩემი საქმიანობა ბუნებრივია იქნება მჭიდრო კავშირში მიხეილ სააკაშვილთან, მაგრამ მართვა პარტიის იქნება საქართველში” – ამბობს ნიკა მელია
მისივე თქმით, მთავარი მიზანი ახლა პარტიის ელექტორატის გაზრდა და სხვა პარტიებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაა.
ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის თავმჯდომარედ ნიკა მელია ოფიციალურად დაამტკიცა. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ ცენტრალურ ოფისში დღეს ყრილობა გამართა და ელექტრონული წესით არჩეული თავმჯდომარე ოფიციალურად დაამტკიცა.