რუსთავის ციხესა და კლინიკა “ვივა მედში” პოლიციის ავტომობილები ერთდროულად, რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ. საავადმყოფოს ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს, თუმცა როდის გადაიყვანენ ადგილზე მესამე პრეზიდენტს, ჯერ ისევ უცნობია.
ციხეში რამდენიმე პოლიციის მანქანა უკვე შევიდა.
სამკურნალო დაწესებულებაში სპეციალური ზომები უკვე მიიღეს და მიხეილ სააკაშვილისთვის პალატაც მოამზადეს, მე-5 სართული ფაქტობრივად მთლიანად დაცარიელებულია.
მესამე პრეზიდენტის გადაყვანას კლინიკასთან გუშინ ელოდებოდნენ ოჯახის წევრები, ექიმები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები, თუმცა ადგილზე მისულ პენიტენციური სამსახურის ავტომობილში მესამე პრეზიდენტი არ აღმოჩნდა.