Anonymous-ის ჰაკერები ირწმუნებიან, რომ გატეხეს რუსული ვიდეოსერვისი. მათი მტკიცებით, RuTube მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს. ამის შესახებ ჰაკერებმა Twitter-ზე დაწერეს.
Anonymous-მა გატეხა რუსული პლატფორმა RuTube. მისი მონაცემთა ბაზის 75% და ძირითადი ვერსიის ინფრასტრუქტურა, ასევე სარეზერვო ასლის 90% დაზიანდა ძალიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ RuTube ამიერიდან ვეღარ იმუშავებს – ნათქვამია Anonymous-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.