უკვე რამდენიმე საათია მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივა მედშია გადაყვანილი, თუმცა ისევ უცნობია როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის და რა სამედიცინო დახმარებას უწევენ მას კლინიკის ექიმები.
არც პენიტენციურს, არც იუსტიციასა და არც ვივა მედის ექიმებს, ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ. მესამე პრეზიდენტის შესახებ ინფორმაცია არც მის ექიმსა და დედას აქვს, რომელიც ვივა მედთან იმყოფება და შვილთან შეხვედრის მოლოდინშია:
“ექიმებისგან ვისმენ, რომ აქ არ არის გამოცდილება, რომელსაც მოითხოვს მისი დაავადებები. 9 არის უკვე დიაგნოზი და ამიტომ არის საჭირო მისი გადაყვანა და იმ უცხოეთშიც ყველა კლინიკაში არ ხდება. რჩება მოთხოვნა, რომ უნდა გადაიყვანონ” –ამბობს გიული ალასანია.
გიული ალასანიამ შესაბამისი მოთხოვნით, რომ შვილის ნახვის უფლება მიეცეს, იუსტიციის სამინისტროს მიმართა, თუმცა იმის გამო, რომ დღეს უქმე დღეა და სამინისტრო ისვენებს, მოთხოვნას სავარაუდოდ ვერ განიხილავენ. იგივე მიმართა უწყებას გაუგზავნა მიხელ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემაც, თუმცა პასუხი არც მას მიუღია.