საქართველოში ღარიბი ადამიანების რიცხვმა 1 მილიონს გადააჭარბა

ბოლო ერთ წელიწადში იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან საარსებო შემწეობას იღებენ, დაახლოებით, 23,8%-ით გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის ნოემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 99 ათას 304 ადამიანით არის გაზრდილი.

სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის ნოემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 416 ათას 396-ს შეადგენდა, 2020 წლის ნოემბერში კი 515 ათას 700-ს შეადგინა.

ერთ მილიონს გადააჭარბა სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობამაც, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. უფრო კონკრეტულად, 2019 წლის ნოემბერში ასეთი ადამიანების რიცხვი შეადგენდა 929 ათას 440-ს, დღეის მდგომარეობით კი ბაზაში მილიონ 11 ათას 868 ადამიანია რეგისტრირებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share