“ივანიშვილი ახლაც პუტინის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს და აუცილებლად მოხდება მისი დასანქცირება”

მოვუწოდებ ქართველ ხალხს, დაიხსნან ნამდვილი პრეზიდენტი და არა ის, რომელიც გამოუგონა პუტინმა – იბრძოლეთ, სააკაშვილისთვის” – ამის შესახებ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი, “დასავლური არჩევანის” თავმჯდომარე კონსტანტინ ბარავოი საუბრობს.

მე უდიდესი პატივისცემით ვეპყრობი მიხეილ სააკაშვილს. დიდად განვიცდი, რომ მას საკუთარ სამშობლოში უწევს ასეთი რამის გადატანა. იმედი მქონდა, რომ როდესაც ჩამოვიდოდა საქართველოში, ამაყი ქართველი ხალხი არ მისცემდა ნებას, რომ მისი პრეზიდენტი ციხეში ჩაესვათ, მაგრამ ყველაფერი ჯერ არ არის დაკარგული. მოვუწოდებ ქართველ ხალხს, დაიცვას საკუთარი ღირსება და საკუთარი ნამდვილი პრეზიდენტი და არა ის, რომელიც გამოუგონა მას პუტინმა. იბრძოლეთ სააკაშვილისთვის, – ამბობს ბარავოი. 

ის ოლიგარქების, ივანიშვილისა და ევტუშენკოვის სატელეფონო ჩანაწერსაც ეხმაურება: “ივანიშვილი ახლაც პუტინის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს და აუცილებლად მოხდება მისი დასანქცირება”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share