”სული არ უნდა გაყიდო..დღეს ჩვენ ვხედავთ ჭინკების ზეიმს” – ხაინდრავა ჟურნალისტებზე

”სინდისი უნდა გქონდეს, არ უნდა გაყიდო სული, როგორც ამას აკეთებენ თქვენი “კოლეგები”, კოლეგები როგორ შეგიძლიათ უწოდოთ იმათ. აი, სული არ უნდა გაყიდო,. დღეს ჩვენ ვხედავთ ჭინკების ზეიმს, მე დარწმუნებული ვარ, ელენე ხოშტარიას ჩრდილი არ ექნება იმ განცხადებების მერე, რასაც [აკეთებს] ან ვთქვათ, გრიგოლიას.

მაგათ ჩრდილი არ აქვთ, იმიტომ, რომ ესენი არიან ავი სულები. რომ დააყენო, დაინახავ, რომ ჩრდილი არ აქვთ, იმიტომ, რომ ავსულებს ჩრდილი არ აქვთ.”

ამის შესახებ რეჟისორი გოგა ხაინდრავამ  TV იმედის ეთერში ისაუბრა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share