ორი დღის წინ, “ვასაძის პურის” ქარხანაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული 67 წლის თანამშრომლის,, იური ცხომელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” მედალფას ოზურგეთის კლინიკის მენეჯერმა დავით მდინარაძემ განუცხადა:
“გუშინწინ შემოიყვანეს ჩვენთან თავის მძიმე ტრავმით. მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ავადმყოფი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და ხელოვნურ სუნთქვაზეა მიერთებული”.-გვითხრა მდინარაძემ.
როგორც “ვასაძის პურის” დირექტორმა ირაკლი სირაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, უბედური შემთხვევა საწარმოში გუშინწინ მოხდა. 67 წლის თანამშრომელი სატვირთო ლიფტმა დააზიანა.
“ეს არის სატვირთო ლიფტი,რომელთა მიახლოებაც თანამშრომლებს აკრძალული ჰქონდათ. თუ კონკრეტულად რა მოხდა, ამას გამოძიება გაარკვევს. ჩვენ ვაწარმოებთ შიგა მოკვლევას და აქტიურად ვთანამშრომლობთ გამომძიებლებთან”.-გვითხრა სირაძემ.