თანამედროვე მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული ღვთისმეტყველი, საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ნავპაქტოსისა და წმიდა ვლასის მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი) კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით, დღეს, 2020 წლის 27 დეკემბერს აიცრა.
მიტროპოლიტი იეროთეოსი მსოფლიოში პირველი მართლმადიდებელი მღვდელმთავარია, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.
იგი 75 წლის არის და დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით.
დღეს, საბერძნეთში კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.