11 – 12 მაისს თურქეთში, ქ. ანტალიაში ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში , ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.
საერთაშორისო ასპარეზობაში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღბელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენმა ავთანდილ მამალაძემ მიიღი, რომელმაც შეჯიბრიდან მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი წამოიღო.
მამალაძემ 60 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა.
ავთანდილ მამალაძე პრესტიჟული ტურნირისთვის მწვრთნელმა კახაბერ აბაშიძემ მოამზადა.