მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშჩენკო აცხადებს, რომ მარიუპოლში ოკუპანტებმა ბავშვების დაკითხვა დაიწყეს.
მისი თქმით, რუსები მშობლების “ტყუილში გამოჭერას” ცდილობენ.
“მარიუპოლიდან ბოლოს ევაკუირებულები ამბობენ, რომ ოკუპანტებმა ბავშვებიც კი დაკითხეს. მშობლების დაკითხვის შემდეგ, ისინი დეტალებთან დაკავშირებით ბავშვების დაკითხვას იწყებენ. რუსები მშობლების ტყუილში გამოჭერას ცდილობენ.
არ ვიცი, რა დავარქვა. სიტყვებით როგორ გადმოვცე გაბრაზება”,– წერს ანდრიუშჩენკო ტელეგრამზე.