ნიკა გვარამიას საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას ორშაბათს 16 მაისს გამოაცხადებს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დილის 10 საათზე ჩაინიშნა.
ბოლო სხდომა 11 მაისს ჩატარდა, სადაც დასკვნითი სიტყვის უფლებით ისარგებლა ნიკა გვარამიამ და მოსამართლეს მიმართა, რის შემდეგაც ლაშა ჩხიკვაძე სათათბიროდ გავიდა.