”ძლიერი ქალები საქართველოს ისტორიაა და საქართველო თანასწორობის ქვეყანაა. მაშინ როდესაც ქალი მეფე, მეოცე საუკუნის დასაწყისში პირველი პარლამენტარი ქალები, მტრის წინააღმდეგ მებრძოლი გმირი და უამრავი წარმატებული ქალი ჩვენი ისტორიის ნაწილია, ქალების გაძლიერებაზე ზრუნვა, კიდევ უფრო ლეგიტიმური მიზანია.”
აღნიშნულის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
ცნობისთვის, დღეს მმართველმა პარტიამ “ქალთა ორგანიზაცია” ოფიციალურად დააფუძნა.