ნამდვილად არ გამოვიყურებით ისე, რომ გავაჩაღოთ სისხლისმღვრელი ომი აფხაზებთან და ოსებთან, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის ფრაზას,“საქართველოს ხელისუფლებაში არ გამოიყურებიან ისე, რომ ცხინვალში შესვლა შეეძლოთ”.
კობახიძის თქმით, არესტოვიჩის მხრიდან ეს პირველი სწორი შეფასებაა.
„ეს არის მგონი მისი [არესტოვიჩის] პირველი სწორი შეფასება. ჩვენ ნამდვილად არ გამოვიყურებით ისე, რომ გავაჩაღოთ ახალი სისხლისმღვრელი ომი აფხაზებთან და ოსებთან. რა თქმა უნდა, ასე არ გამოვიყურებით და ეს არის მისი პირველი სწორი შეფასება.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ესკალაცია. ეს არის რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებში და რა თქმა უნდა ამ ინტერესების მიხედვით ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.