რუსთავში, კორპუსის სახურავზე ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას გამოცემა “ინფო რუსთავი” ავრცელებს და წერს, რომ ბათუმის ქუჩაზე, ერთერთი საცხოვრებელის სახლის სახურავზე მაცხოვრებელი საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარების მიზნით ავიდა სადაც მამაკაცის ცხედარი ნახა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ 60 წლამდე მამაკაცი რამდენიმე თვის წინ გაუჩინარდა და მასზე ძებნაც იყო გამოცხადებული.