ივანიშვილი და სააკაშვილი- 2020 წლის პოლიტიკური რეიტინგები – APPR–ის კვლევა 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიამ – APPR–მა გამოაქვეყნა კვლევა საქართველოში 2020 წლის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსების და სახელმწიფოს მთავარი პრობლემების შესახებ.

კვლევის შედეგები ასე გამოიყურება:

  • 2020 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანები:

1.     ბიძინა ივანიშვილი

2.     მიხეილ სააკაშვილი

3.     უჩა მამაცაშვილი

4.     ნიკა გვარამია

5.     გიორგი გახარია, ივანე (ვანო) ჩხარტიშვილი

  • 2020 წლის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსები ხელისუფლებიდან:

1.     გიორგი გახარია

2.     კახა კალაძე

3.     ირაკლი კობახიძე

4.     ვახტანგ გომელაური

5.     არჩილ თალაკვაძე

  • 2020 წლის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსები ოპოზიციურ ფლანგზე:

1.     მიხეილ სააკაშვილი

2.     ნიკა მელია

3.     მამუკა ხაზარაძე

4.     გიგა ბოკერია

5.     გიგი უგულავა

“მნიშნველოვანი არის ის, რომ, მიუხედავად გარკვეული პოლიტიკური ძალების მცდელობისა, მიხეილ სააკაშვილი ვერ გაიყვანეს პოლიტიკური პროცესებიდან, რეიტინგებში მნიშნველოვანი არის, ორი ადამიანი არსაიდან, უჩა მამაცაშვილი და ვანო ჩხარტიშვილი, ჩხარტიშვილსა და გახარიას შორის თანაბარი რეიტინგი, დიდი პრობლემააა “ოცნებისთვის”, როცა “პერსონა არსაიდან” ამხელა გავლენით სარგებლობს. ნიკა გვარამიას, სოლიდურად ყოფნა ამ რეიტინგში ნიშნავს, რომ გვარამია, თავისი იდეოლოგიური და პოლიტიკური დღის წესრიგით, ფლობს უდიდეს გავლენას, საზოგადოების მნიშნველოვან ნაწილზე, არცერთმა რესპოდენტმა პრეზიდენტი არ დაასახელა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავარსარდალი არ სარგებლობს არანაირი გავლენით” , – ამბობს კვლევის ერთერთი ავტორი

გარდა ამისა, კვლევის შედეგებით დადგინდა.

  • 2020 წელს სახელმწიფოს ხუთი უმთავრესი პრობლემა:1.     სუსტი სახელმწიფო ინსტუტიტები;

    2.     სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა;

    3.     სასამართლო ხელისუფლება;

    4.     ნეპოტიზმი და პროტექციონიზმი;

    5.     უპერსპექტივბის განცდა

  • 2020 წლის მთავარი მოვლენები:1.     პანდემია

    2.     არჩევნები

    3.     ოპოზიციის ერთობა

    4.     ერთპარტიული პარლამენტი

    5.     8 მარტის შეთანხმება

  • ოპოზიციის წარმატება 2020 წელს:

ოპოზიციური ერთობა

  • ხელისუფლების წარუმატებლობა 2020 წელს:

პანდემიის მეორე ეტაპის მართვა; არჩევნები;

  • 2020 წლის ყველაზე გავლენიანი მაუწყებლები:

1.     „იმედი”

2.     „მთავარი არხი”

3.     „რუსთავი 2″

4.     „ტვ პირველი”

5.     „ფორმულა”

2020 წლის ყველაზე გავლენიანი ანალიტიკოსები:

1.     გია ხუხაშვილი

2.     ხათუნა ლაგაზიძე

3.     ნოდარ ხარშილაძე

4.     გია ნოდია

5.     ვალერიან გორგილაძე

APPR-ის კვლევაში ჟურნალისტები, ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები მონაწილეობდნენ. კვლევა იყო თავისუფალი, რადგან რესპოდენტებისთვის სავარაუდო პასუხები არ შეუთავაზებიათ და მათთვის, არც პოლიტიკური ვითარების შესახებ ინფორმაცია გაუცვნიათ.

გამოკითხვა ჩატარდა 2020 წლის 15-23 დეკემბერს.

სულ შერჩეული რესპოდენტების რაოდენობა 150 (პარლამენტის წევრთა რაოდენობის შესაბამისად). აქტიური რესპოდენტების რაოდენობა – 115. გამოკითხვაში მონაწილეობა არ მიიღო 35-მა სავარაუდო რესპოდენტმა, რომელთაც აკადემიამ კითხვებზე პასუხების გაცემის თხოვნით მიმართა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share