“უკრაინაში ჩადენილი სისასტიკე რუს ჯარისკაცებს უკან ბოროტების სახით დაუბრუნდებათ” – ზელენსკი

“უკრაინაში ჩადენილი მთელი ეს სისასტიკე რუს ჯარისკაცებს უკან ბოროტების სახით დაუბრუნდებათ” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის 80-ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

“დღევანდელი, რუსული სარაკეტო დარტყმები ლვოვის რეგიონში, გულიაიპოლის, სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, ხიდისა და დონეცკის რეგიონის თემების დაბომბვა… ოკუპანტების მთელი ეს სისასტიკე, რომელსაც უკრაინა ყოველდღიურად განიცდის, გადარჩენილ რუს ჯარისკაცებს, უკან ბოროტების სახით დაუბრუნდებათ…” – ამბობს ზელენსკი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share