ივანიშვილი თავისი მორჩილი სასამართლოს მეშვეობით, აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან, ნატოსგან და მიაქანებს რუსულ ბანაკისაკენ – ასე აფასებენ “დროაში” ნიკა გვარამიას დაპატიმრებას და სასამართლოს გადაწყვეტილებას:
“მაშინ, როცა გააკეთა საქართველომ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, პუტინის დავალებით ივანიშვილი სპეციალურად აშორებს საქართველოს ევროკავშირისა და ნატოსგან და მიაქანებს რუსული ჭაობისკენ, ეს ეხება არა მხოლოდ ერთ ტელევიზიას, ან ერთ ადამიანს, ეს ეხება თითოეულ ჩვენთაგანს და ქვეყნის დასავლურ კურსს” განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება, აუცილებლად იქონიებს გავლენას საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყნის რეპუტაციაზე.