ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია ნიკა გვარამიასთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და წერს:
“ისტორიულ გზაგასაყარზე, როცა შანსი გვაქვს, რომ საკუთარი ადგილი დავიბრუნოთ ევროპულ ოჯახში, ქართული ოცნება ნიკა გვარამიას იჭერს. ზუსტად იცის, რა, რომ ამით ევროინტეგრაციის პროცესს შეაჩერებს. აი ასე, პირდაპირ, ჩვეული რუსული უტიფრობით, სამართლიანობის ნიღბის ქვეშ.
ყველაზე ამაზრზენი ამ სიტუაციაში მაინც სასამართლო ხელისუფლებაა. თქვენ ხართ ამ ქვეყნის მომავლის მკვლელები!
ნიკა გვარამია Nika Gvaramia დიდი ხანია გამარჯვებულია. ყველაფერი კარგად იქნება!” წერს ნონა წოწორია.
მოსამართლემ ნიკა გვარამია დღეს ციხეში 3 წლითა და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა.