“რუსულმა ოლიგარქიულმა დიქტატურამ საქართველოში მიიღო დასრულებული ფორმა”, – ასე ეხმაურება შალვა ნათელაშვილი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას.
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, რომ იმედია, ეს გადაწყვეტილება დააფიქრებს დასავლელ პარტნიორებს, ვისთან სურთ მოკავშირეობა, ქართველ ხალხთან, თუ პუტინ-ლუკაშენკოს მოკავშირე რეპრესიულ რეჟიმთან.
“რუსულმა ოლიგარქიულმა დიქტატურამ საქართველოში მიიღო დასრულებული ფორმა. დააპატიმრეს ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელი.ივანიშვილის პირად პოლიტიკურ პატიმრებს შემატა კიდევ ერთი, ნიკა გვარამია. იმედია ჩვენი დასავლელი მოკავშირეები ახლა მაინც დარწმუნდებიან,რომ ტირან ივანიშვილზე დაუყოვნებელი სანქციებია საჭირო და გადაწყვეტენ, ვისთან სურთ მოკავშირეობა ქართველ ხალხთან თუ პუტინ-ლუკაშენკოს მოკავშირე რეპრესიულ რეჟიმთან,რომელიც პუტინის მილიარდებით მსუყედ აფინანსებს თავის ვაი-ატლანტიკურ ლობისტებს”, – წერს შალვა ნათელაშვილი