ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველო“ ოფიციალურად დატოვა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ ჟურნალსიტებთან საუბრისას განაცხადა.
„ამ პოლიტიკური ციკლის ამ ეტაპზე მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკურ ცხოვრება. არ გადავდივარ არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში და ვრჩები ოპოზიციაში. ოპოზიციური ერთობა არის უძლიერესი იარაღი რეჟიმთან ბრძოლაში. არც კი განვიხილავ პარლამენტში შესვლის საკითხს. მე მაქვს ახალი გეგმები, ახალი პლატფორმის შემქნა.
პოლიტიკური ცხოვრების ამ ეტაპზე შევქმნა დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია როგორც წინააღმდეგობის მოძრაობა, აქტივიზმი, ისე კოორდინირებული პოლიტიკური პროცესი და მე ორივე მიმართულებით ვაპირებ“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.