18 მაისს, მედიის წარმომადგენლები ნიკა გვარამიას მხარდამჭერ აქციას გამართავენ. მსვლელობა სავარაუდოდ, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე გაგრძელდება. ამ დროისთვის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
“გაგვეხარდება თუ შემოგვიერთდება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მხარდამჭერები. გაგვეხარდება, რაც მეტი ხალხი გამოუცხადებს სოლიდარობას ნიკას და მედიას, მაგრამ ეს არის მედიის აქცია ეს არ არის პოლიტიკოსების მიერ დაგეგმილი აქცია”,-თქვა ნინო ჯანგირაშვილმა.