„მრცხვენია ყველა რუსის გამო, ვისაც თავისი ქვეყნის ქმედებების არ რცხვენია“ – რუსი მსახიობი არტურ სმოლიანინოვი

ფილმ „მეცხრე რაზმის“ ვარსკვლავი, რუსი მსახიობი არტურ სმოლიანინოვი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მედიასთან კონტაქტზე გამოდის. მსახიობი კატერინა გორდეევასთან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთის ქმედებას უკრაინასთან ომში გამართლება არ აქვს.

„მე ვაკეთებ არჩევანს – ვთქვა, თუ გავჩუმდე. ახლა შემიძლია, მშვიდად დავიძინო, მაგრამ შევძლებ ამას ხვალ? მე შემრცხვება, ჩავიხედო სარკეში, ჩავხედო თვალებში ჩემს შვილებს. მრცხვენია ყველა რუსის გამო, ვისაც თავისი ქვეყნის ქმედებების არ რცხვენია“ – ამბობს მსახიობი. სმოლიანინოვის თქმით, მას ესმის იმ ადამიანების, ვინც ახლა დუმილს ამჯობინებს. არტისტი მიიჩნევს, რომ დღეს რუსეთის ყველა მოქალაქე გარემოებების მსხვერპლია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share