“გვარამიას საქმე ორგანულად ეწერება მთავრობის საქმეში, დაგვაშოროს დასავლეთს და მიგვაჯაჭვოს პუტინის რუსეთს” – გია დვალი

“გვარამიას საქმე ორგანულად ეწერება მთავრობის საქმეში, დაგვაშოროს ევროპას და დასავლეთს და მიგვაჯაჭვოს პუტინის რუსეთს”, – ამის შესახებ ქართველი მეცნიერი და ფიზიკოსი გია დვალი წერს წერილში, რომელიც კრიტიკული მედიის საგანგებო ეთერში, მისმა ძმამ, დავით დვალმა წაიკითხა.

სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ნიკა გვარამიას და “მთავარ არხს”. ასევე, არანორმალური პოლიტიკური წნეხის ქვეშ მყოფ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, ფორმულას, ტვ პირველს, კავკასიას და დანარჩენებს. ასევე, საქართველოში შეფარებულ რუსულ დევნილ არხებს, როგორიცაა “დოჟდი”.

გვარამიას საქმე ორგანულად ეწერება მთავრობის საქმეში, დაგვაშოროს ევროპას და დასავლეთს და მიგვაჯაჭვოს პუტინის რუსეთს. ეს ქმედება ასევე წარმოადგენს გამიზნულ დარტყმას კრიტიკულ მომენტში, როცა ევროკავშირი ჩვენს საკითხს იხილავს რათა მაქსიმალური ზიანი მიადგეს ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესს, – წერს გია დვალი. 

ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share