პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი მსახიობ ქეთევან კიკნაძის კრიტიკულ ფეისბუქპოსტს ეხმაურება:
“ბიძინას ხელფასის გამო ქალბატონო ბეჩუნი, მაპატიეთ ქალბატონო ქეთინო, ფინანსების გამო კადრულობთ ? ასე ფსკერზე …..რა გითხრათ აბა , როგორ მოგმართოთ , ბატონი გიგა არ არის ცოცხალი და ამიტომ, მაინც დავიცავ წესს და რიგს ( რადგან გაბედეთ და ჯანსუღი ასე უდიერად ახსენეთ) და თქვენ, როგორც მოყვარულ პოეტს თუ მოყვარულ მსახიობს თუ როგორც პუტინის მოყვარულ ფანს ისე მოგმართოთ? მესმის არ აგიხდათ და არც აგიხდებათ იმ გეორგიევსკის ტრაქტატზე “წიგნი ფიცისა” ოცნება, სამაგიეროდ ახლა ელოდებით ბიძინას “ოცნებისგან “ქვეყნის გადაბარებას, რა ღირს ეს ყველაფერი ? დავიჯერო ამად ღირს, რაც თქვენ იკადრეთ უკვე მერამდენედ?! ოჰ ეს ბიძინას ფინანსი, ყარს უკვე როგორც “ფუნანსი ” სამშობლოს წინააღმდეგ გადმოსროლილი…..ჯანსუღი გალაკტიონი (როგორც თქვენ თქვით “გალაქტიონი” არა -გალაკტიონი ) არა ქალბატონო ქეთინო, არა ის ჯანსუღი იყო “თავისუფლების ჰიმნის ავტორი” მას თავისი სახელი და სახე ჰქონდა, სამშობლოზე შეყვარებული ვაჟკაცი კაცისა თქვენ კი ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ და ბიძინას ფინანსური “ლაგამიც” მალე გადაგეგდოთ ამ გეორგიევსკის ტრაქტატის (თქვენი ნატვრის) “წიგნი ფიცისას” ვერ აღსრულების გზაზე. ისე ბიძინა კვერნაძის მაგარი ხუმრობა მომაგონდა ბატონი გიგას ამ ფილმზე -” წიგნი ფიცისა” როგორ თქვა ბიძინამ ?”ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო” ასე თქვა, იმ სულმნათმა .მე კი თქვენგან არაფერი, აღარაფერი მაკვირვებს ქალბატონო ქეთინო, არც ასე დაცემა ფსკერზე! მხოლოდ ერთია : ” ვარდსა და ნეხვთა ვინათგან, მზე სწორად მოეფინების”! – წერს თაკო ჩარკვიანი ფეისბუქ გვერდზე.