სააკაშვილ-მელიას ფრთასთან  მოლაპარაკების რესურსი შეზღუდულია – კობახიძე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ევროპულ საქართველოსთან”, სააკაშვილი-მელიას ფრთასთან და ნათელაშვილთან მოლაპარაკების რესურსი შეზღუდულია.

„მაგალითად, რომ ავიღოთ ,,ევროპული საქართველო“, რომელსაც დასაკარგი და მოსაგები საერთოდ აღარაფერი აღარ დარჩა – პრაქტიკულად, შეუძლებელია მათთან რაიმე ტიპის მოლაპარაკების წარმატებით დასრულება, იგივე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურ ფრთას, ესაა სააკაშვილი-მელია, მათთანაც ძალიან შეზღუდულია მოლაპარაკებების რესურსი. ასევე ნათელაშვილიც აშკარად წაგებული მხარეა. ყველა დანარჩენს აქვს თავისი პოტენციალი, ისინი არიან პრინციპში ამ არჩევნების მოგებული მხარე, მათ ინტერესებშია ობიექტურად პარლამენტში შემოსვლა და მათთან რესურსი ბუნებრივია, მეტია, ვიდრე სხვა პარტიებთან მიმართებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share