2022 წლის აპრილში საქართველოდან უცხოეთში 25,384 მლნ დოლარის ფულადი გზავნილები განხორციელდა. ეს კი დაახლოებით, 1,5 მლნ დოლარზე მეტია წინა თვესთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ აპრილში, საქართველოდან ფულად გადარიცხვებში რუსეთი მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა, ეს მაშინ, როდესაც წინა თვეებსა თუ წლებში, ლიდერის პოზიციას იკავებდა. კერძოდ, აპრილში რუსეთში 2,725 მლნ დოლარი გადაირიცხა, მარტში – 2,716 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, თებერვალში – 6,292 მლნ აშშ დოლარი, იანვარში კი 5,924 მლნ დოლარი.
რაც შეეხება ზოგად მონაცემებს, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის მარტში საქართველოდან უცხოეთში ჯამში, 23, 983 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა, ხოლო თებერვალში – 26,744 მლნ აშშ დოლარი.
ამასთან, საქართველოდან მარტში გადარიცხული თანხის მოცულობით, ამჯერად თურქეთი ლიდერობს, რომელსაც რუსეთი და მესამე ადგილზე უკრაინა მოსდევს.
გთავაზობთ ტოპ -10 ქვეყანას, სადაც გასულ თვეში საქართველოდან ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა:
- თურქეთი – 6,351 მლნ აშშ დოლარი
- უკრაინა – 2,725 მლნ აშშ დოლარი
- რუსეთის ფედერაცია – 2,684 მლნ აშშ დოლარი
- აზერბაიჯანი – 2,052 მლნ აშშ დოლარი
- საბერძნეთი – 1,472 მლნ აშშ დოლარი
- პოლონეთი – 1,066 მლნ აშშ დოლარი
- ყაზახეთი – 981,8 ათასი აშშ დოლარი
- სომხეთი – 943,9 ათასი აშშ დოლარი
- აშშ – 876,7 ათასი აშშ დოლარი
- უზბეკეთი – 866,3 ათასი აშშ დოლარი