თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პარტია “გამარჯვებული საქართველოს” თავმჯდომარე, ირაკლი ოქრუაშვილი 2020 წელს აფასებს და ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს პასუხობს, ვინც რიგგარეშე არჩევნების 2022 წელს ჩატარებას ემხრობა: “2022-მდე – ქვეყანა გაკოტრებული, ხალხი გაღატაკებული, კოვიდით ათასობით გარდაცვლილი, ასიათასობით საზღვარგარეთ ემიგრირებული, ბანკებში დალომბარდებული, კრიმინალით აკლებული, კარანტინით დანერვოზებული, საერთაშორისო რადარებიდან გამქრალი და რუსეთს მიერთებული. ვისაც 200 მილიონი გაქვთ გადადებული, მოიცდით 2022-მდე, აბა რა”-წერს ოქრუაშვილი.