“ენმ, NGO-ები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები, თავისი არსით, არიან ანტიევროკავშირი” , – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
“უნდა გამოვეხმაუროთ, იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, ტოლობის ნიშანი დასვან გვარამიას არდასჯასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის – მათ პასუხად მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი არა არის კორუფცია, ძარცვა და უსამართლობა, ევროკავშირი სწორედ სამართლის უზენაესობა და კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოებაა, შესაბამისად, სწორედ ნაციონალური მოძრაობა, ენჯეოები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები არიან თავისი არსით ანტიევროკავშირი”., – განაცხადა კობახიძემ.